Pfizer-ის ვაქცინის მესამე დოზა “დელტა” შტამისგან დაცვას 100-ჯერ გაზრდის – კომპანიის განცხადება

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთ-ერთ მსხვილ კომპანიაში, Pfizer აცხადებენ, რომ ვაქცინის მესამე დოზა „დელტა“ შტამისგან დაცვას 100-ჯერ გაზრდის.

კომპანიაში ამბობენ, რომ ვაქცინის მესამე დოზის გაკეთების შემდეგ 18-55 წლის ადამიანებში ანტისხეულების რაოდენობა ხუთჯერ იზრდება, 65-85 წლის ადამიანებში კი 11-ჯერ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) დირექტორმა, როშელ ვალენსკიმ განაცხადა, რომ ამჟამად აშშ-ში აქტიური შემთხვევების 83% „დელტა“ შტამზე მოდის, რაც ივლისის დასაწყისის მაჩვენებლებთან შედარებით 50%-ით მეტია.
მისივე თქმით, „დელტა“ ვარიანტით ინფიცირებული ზოგიერთი ვაქცინირებული პირი ვაქცინაციის შემდეგ შეიძლება ინფექციის გადამდები იყოს და ვირუსი სხვებს გადასცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები