ქართველი “კანონიერი ქურდის” გასამართლების შემდეგ, კრასნოდარის სასამართლომ “პრაიმ კრაიმის” დახურვა მოითხოვა

კრასნოდარის რეგიონულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება როსკომნადზორის ხელმძღვანელმა, ანდრეი ლიპოვმა ერთი თვის განმავლობაში ვებგვერდი “პრაიმ კრაიმ”, რომელიც “კრიმინალური სამყაროს სოციოკულტურული ღირებულებების შესახებ” აქვეყნებს ინფორმაციას, გააუქმოს.

საქმე ეხება 26 ივლისს კრასნოდარის რეგიონული სასამართლოს მიერ ე.წ. “კრიმინალური ავტორიტეტისთვის” დავით ჯანგიძისთვის, იგივე “დავით კრასნოდარსკისთვის” გამოტანილ განაჩენს, რომელსაც “პრაიმ კრაიმმა” სტატია მიუძღვნა. გამოცემა წერდა, რომ სასამართლომ განაჩენის გამოტანისას “პრაიმ კრაიმ”-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით იხელმძღვანელა.

კრასნოდარის სასამართლომ როსკომანდზორს მოუწოდა, ყურადღება მიაქციოს, რომ “პრაიმ კრაიმის” ადმინისტრატორები უამრავ ფაქტს არაკეთილსინდისიერი მიზნებისთვის იყენებენ, რადგან გამოქვეყნებული მასალები საზოგადოებისთვის კრიმინალური სამყაროს ყოველდღიურობის მიმზიდველად ქცევას ისახავს მიზნად.

ვებგვერდის რედაქცია კი ამბობს, რომ “ეს ისტორიული მნიშვნელობის პროექტია, რომელიც სამეცნიერო დატვირთვას ატარებს, რადგან საარქოვო მასალებზე დაყრდნობით იკვლევს კრიმინალურ სამყაროს როგორც ფენომენს”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები