ირაკლი კობახიძე: დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ 19 აპრილის შეთანხმებამ თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა

“დღეს, დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა“,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

კობახიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„19 აპრილის შეთანხმების ცალმხრივი ერთგულება ჩვენი პარტიისთვის შეურაცხმყოფელია და ამგვარ უპრინციპობას ამომრჩეველი არ გვაპატიებს. 19 აპრილის შეთანხმებამ მოკლევადიან პერსპექტივაში პოლიტიკური პროცესების განვითარებაში დადებითი როლი შეასრულა. ოპოზიცია იძულებული გახდა შეეწყვიტა საბოტაჟი, რომლითაც ქვეყნის ინტერესებს აზიანებდა. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს მისი ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის. თუმცა დღეს, დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები