თამარ გაბუნია: შესაძლებელია ვიმსჯელოთ საველე ჰოსპიტლის მოწყობაზე, თუმცა არ გვგონია, რომ ამის საჭიროება კრიტიკულად დადგება

„ჰოსპიტალურ სექტორში საწოლი არის 12 000 ჩვენს ქვეყანაში, აქედან 8 000 შეგვიძლია ჩვენ გამოვიყენოთ კოვიდის მიზნებისთვის, დღეს ვიყენებთ 6 000 საწოლს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში ხელისუფლებამ შესაძლოა საველე ჰოსპიტლის მოწყობაზე იმსჯელოს.

„ჰოსპიტალურ სექტორში საწოლი არის 12 000 ჩვენს ქვეყანაში, აქედან 8 000 შეგვიძლია ჩვენ გამოვიყენოთ კოვიდის მიზნებისთვის, დღეს ვიყენებთ 6 000 საწოლს ამდენად 2 000 რეზერვი ჯერ კიდევ არსებობს და მისი მობილიზაცია თუ იქნება საჭირო, ამას გამოვიყენებთ, შემდეგ უკვე ჰოსპიტალური სექტორი სხვა მიზნებსაც ემსახურება და მხოლოდ კოვიდზე ყველა საწოლი ვერ გამოიყოფა, აქედან გამომდინარე, მოგვიწევს სასტუმროებსა და ბინაზე კიდევ უფრო აქტიური მკურნალობა, რაც დღესაც ხორციელდება. კრიტიკული ზღვარი, რომელიც ჯანდაცვის სისტემამ წინა კოვიდის დროს შეაფასა, არის დაახლოებით 8 000 საწოლი, ამაზე მეტის შემთხვევაში სხვა სერვისებზე უარის თქმა მოგვიწევს. საველე ჰოსპიტალის ანალოგი იყო კოვიდსასტუმრო. მათი დიდი ნაწილი ტურისტული მიზნებისთვის არის დაკავებული. ვფიქრობთ, ის ნაწილი, რომლის მობილიზებაც ამ პირობებში ხდება, საკმარისი იქნება მიმდინარე საჭიროების დასაკმაყოფილებლად და ყოველდღიურად ემატება სასტუმროების რაოდენობა. საბედნიეროდ, შემთხვევების უმეტესობა არის მსუბუქი და მას ჰოსპიტალიზაცია არ სჭირდება, თუმცა იზოლაციისთვის უკეთესი იქნება, თუ პირი სასტუმროში იქნება და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად ბინაზე არ იქნება. რაც შეეხება საველე ჰოსპიტლებს, ეს ყველაფერი ეპიდემიის განვითარების მიმართულებაზე იქნება დამოკიდებული. თეორიულად ეს მოდელი შესაძლებელია და ამის მზაობა არის, მაგრამ ყველაფერი ეპიდემიაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად იქნება ამის საჭიროება“, – განაცხადა გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები