პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე კიბერუსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს

ნდობის ჯგუფის სხდომაზე კიბერუსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება და გამოწვევები განიხილეს.

პარლამენტის ინფორმაციით, სხდომაზე ნდობის ჯგუფის წევრებმა, აშშ-ის სამხედრო ატაშესთან და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების და დიდი ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად, კიბერ უსაფრთხოების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის მექანიზმებზე და მათი დანერგვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
„ნდობის ჯგუფის სხდომაზე ჩვენს ამერიკელ და ბრიტანელ სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად კიბერ უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევები და ის ნაბიჯები განვიხილეთ, რომელსაც როგორც ჩვენი ეროვნული რესურსით, ასევე საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით ვახორციელებთ. შეხვედრაზე აღნიშნულ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის მექანიზმებზეც ვიმსჯელეთ. უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელსაც ამერიკელი და ბრიტანელი პარტნიორები ჩვენი ქვეყნის კიბერ უსაფრთხოების მიმართულებით ახორციელებენ”, – განაცხადა ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები