ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ძლიერი წვიმისა და სეტყვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 58-ე კმ-ზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები