ირაკლი კობახიძე: პასუხისმგებლობას იმ პლაკატებზე ვერ ავიღებთ, რომელიც ვიღაცამ გამოაკრა

“პასუხისმგებლობას იმ პლაკატებზე ვერ ავიღებთ, რომელიც ვიღაცამ გამოაკრა, სააკაშვილი, კეზერაშვილი, „ჭუტა”, გვარამია და მელაძე სიძულვილის მთავარი გამღვივებლები არიან”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თბილისის ქუჩებში პოლიტიკოსების და მედიამენეჯერების გამოსახულებით გამოკრულ პლაკატებზე საუბრისას განაცხადა.

“რაც შეეხება პლაკატებს, კონკრეტულმა ადამიანებმა გამოაკრეს პლაკატები და ნახეთ, რამდენად მძიმე რეაქცია ჰქონდათ პლაკატებზე გამოსახულ პირებს, ამის მიზეზი არის მარტივი – მათ იციან პლაკატზე რაც ეწერა, რეალურად სიმართლეა. ეს ხომ ჩვენ არ გაგვიკეთებია? შეგახსენებთ, პოსტერებზე ვინ გამოსახეს – ეს იყო სააკაშვილი, კეზერაშვილი, „ჭუტა”, გვარამია, მელაძე. თითოეული ეს ადამიანი იმით გამოირჩევა, რომ არიან სიძულვილისა და აგრესიის მთავარი გამღვივებლები ამ ქვეყანაში”, – განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები