ხატია დეკანოიძე: ძირითადი საკითხი, რაზეც რიკ დაემსთან ვისაუბრე იყო ჟურნალისტების უსაფრთხოების საკითხი, რომელიც ყველას გვაწუხებს

ძირითადი საკითხი, რაზეც რიკ დაემსთან ვისაუბრე იყო ჟურნალისტების უსაფრთხოების საკითხი, რომელიც ყველას გვაწუხებს, – ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ რიკ დაემსთან შეხვედრაზე ასევე პოლარიზებულ საარჩევნო გარემოზე ისაუბრა.

„სამწუხაროდ, შეხვედრის ყველა დეტალის გარეთ გამოტანა არ შემიძლია, მაგრამ ძირითადი საკითხი, რაზეც ვისაუბრე იყო ჟურნალისტების უსაფრთხოების საკითხი, რომელიც ყველას გვაწუხებს. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქმის კურსშია, რომ საქართველოში გამოხატვის თავისუფლება საფრთხის ქვეშაა, ახლა მიმდინარეობს სიძულვილის კამპანია ოპოზიციისა და მედიის მიმართ. ვისაუბრეთ პოლარიზებულ საარჩევნო გარემოზე. ჩვენი მხრიდან ყველაფერი კეთდება, მათ შორის კოალიციურ შეთანხმებაზე. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ოკუპაციაზე და რუსეთის მხრიდან კვლავ გრძელდება შეთანხმების შეუსრულებლობა. ხელისუფლების მხრიდან 19 აპრილის შეთანხმების დარღვევა ხდება, ჩვენ ამ შეთანხმების ნაწილი არ ვართ, მაგრამ საუბარი იყო იმაზე, რომ კარგი იქნებოდა, ყველა პარტია იყოს შეთანხმების ნაწილი, რომ 43 ნიშნულს საფრთხე არ დაემუქროს. ეს იყო ზოგადი საუბარი. ხანგრძლივი საუბარი ეხებოდა საქართველოში დემოკრატიის, კანონის უზენაესობას. მათი მხრიდან მნიშვნელოვანი გზავნილები იყო, რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ და რა – ხელისუფლებამ“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები