ამირან გამყრელიძე: ახლა იმაზე მეტი ინფიცირების შემთხვევა გვაქვს, ვიდრე ეს მესამე ტალღის პიკის დროს იყო

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ეპიდვითარება გაუარესდა და ახლა იმაზე მეტი ინფიცირების შემთხვევაა, ვიდრე ეს მესამე ტალღის პიკის დროს იყო.

“საქართველოში ეპიდვითარება გაუარესდა. ჩვენ ახლა იმაზე მეტი ინფიცირების შემთხვევა გვაქვს, ვიდრე ეს მესამე ტალღის პიკის დროს იყო, მაისში. ვართ დაახლოებით 50-დან 60%-მდე, როგორც ვიყავით მეორე ტალღის პიკზე. განსხვავება გახლავთ ის, რომ დღეს წინა პერიოდებისგან განსხვავებით, გვაქვს საშუალება, რომ მოსახლეობა ავცრათ”,- აღნიშნა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები