ამირან გამყრელიძე: წინასაარჩევნო პერიოდში ღია სივრცეში პირბადის ტარება აუცილებელი იქნება

განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში აუცილებელი იქნება ღია სივრცეში პირბადის ტარება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მთავარია დიდი თავშეყრების სრული აკრძალვა.

„ერთ-ერთი პირველი მიმართულება, რაც დღეს საბჭოზე განვიხილეთ, არის აცრების მეტად გაინტენსიურება, ასევე პირბადის მაქსიმალურად ტარება – მანდატურულად დახურულ სივრცეებში, ხოლო ღია სივრცეებში იქ, სადაც ადამიანები იკრიბებიან, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში აუცილებელი იქნება ღია სივრცეში პირბადის ტარება.

მთავარი არის დიდი თავშეყრების სრული აკრძალვა, ეს იქნება ქელეხი, ქორწილი, წვეულება, კონცერტები, ყველაფერი შესაბამისად პრევენტირებული უნდა უნდა იყოს. ამასთან, აუცილებელი იქნება საზღვარზე დამატებითი კონტროლი, ასევე ადგილების მობილიზება, განსაკუთრებით სასტუმროებში. დღე კიდევ სხვა დავალებები გაიცა საკოორდინაციო საბჭოს მიერ, რომ მობილიზდეს შესაბამისი რაოდენობის ოთახები, რათა ადამიანებს როგორც ინფიცირებულს, ასევე მათ კონტაქტში მყოფებს, ვისაც არ აქვს სახლში იზოლირების პირობები, სახელმწიფომ იზრუნონს მათ იზოლირებაზე, რათა ვირუსის გადაცემის ჯაჭვი გაწყდეს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები