მამუკა მდინარაძე: ერთი პუნქტი დაასახელონ საგამოძიებო კომისიის დასკვნაში, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება აღიარება, რომ შეგნებულად ატყუებდნენ საზოგადოებას

პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, „ქართული ოცნების“ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ოპოზიციას, რომელიც 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვას არ ესწრება სიტყვით მიმართა.

მდინარაძემ ოპოზიციას მოუწოდა, ერთი პუნქტი დაასახელონ საგამოძიებო კომისიის დასკვნაში, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება აღიარება, რომ შეგნებულად ატყუებდნენ საზოგადოებას.

„მაშინ, როდესაც დასრულდა გამოსვლები, ყველაფერს წერტილი დაესვა და ყველაფერი ნათელია, საზოგადოებამ იცის სიმართლე, ალბათ, უნდა მივმართოთ აქტორებს, შემსრულებლებს იმ სიყალბისა, რასაც ე.წ. გაყალბებული არჩევნები ერქვა, რომ თუნდაც ერთი პუნქტი დაასახელონ კომისიის დასკვნაში, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უპასუხობა იქნება მათი აღიარება იმის შესახებ, რომ მათ და მათმა მედია საშუალებებმა შეგნებულად, არაერთი თვის განმავლობაში, მოატყუეს ქართული საზოგადოება და ზიანი მიაყენეს საკუთარ ქვეყანას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები