თამარ გაბუნია: დღეისათვის მობილიზებულია 6 000 საწოლი, საიდანაც 5 200 დაკავებულია

“დღეისათვის ინფიცირებულთა განსათავსებლად სულ მობილიზებულია 6 000 საწოლი, საიდანაც 5 200 დაკავებულია. ეს მონაცემები აჩვენებს, რომ დატვირთვის მაჩვენებელი მაღალია”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, საწოლფონდს სულ მცირე 1 500 ადგილი დაემატება.

„სულ მობილიზებულია 6 000 საწოლი და აქედან 5 200 დაკავებულია, ეს ნიშნავს, რომ საკმაოდ მაღალია დღეს დატვირთვის მაჩვენებელი. 6 000-დან 216 არის რეანიმაციულ განყოფილებაში. მობილიზაცია გრძელდება ყოველდღიურად. ამ კვირაში ჩვენ გვაქვს უკვე კონკრეტული სქემა, რომელ დღეს ჩაერთვება დამატებითი საწოლფონდი, რადგან ამის საჭიროება ჩანს, რომ იქნება. სასტუმროები ასევე დაგვეხმარება და იგეგმება, რომ მოკლე დროში დაემატოს სულ მცირე 1500 საწოლი“, – განაცხადა გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები