ალეკო ელისაშვილი – საგამოძიებო კომისიაზე: ამაო გარჯა იყო, ისედაც მალევე ვაღიარეთ, რომ არჩევნების გაყალბების მასშტაბი არ იყო ისეთი, როგორიც თავიდან გვეგონა
“საგამოძიებო კომისია იყო ამაო გარჯა”,- ამის შესახებ “მოქალაქეების” ლიდერმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შემსწავლელი კომისიის მუშაობაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის ნაწილმა აღიარა, რომ არჩევნების გაყალბება მასშტაბური არ იყო.
“საგამოძიებო კომისია იყო ამაო გარჯა. ისედაც, არჩევნებიდან ძალიან მალე ყველამ ვაღიარეთ, ნუ, ისეთმა ხალხმა, ვისაც საკუთარი შეცდომების აღიარება შეუძლია პოლიტიკაში, რომ არჩევნების გაყალბების მასშტაბი არ იყო ისეთი, როგორიც თავიდან გვეგონა. ოპოზიციამ, განსაკუთრებით იმ ნაწილმა, რომელთაც ყველა საარჩევნო უბანზე ჰყავდათ დამკვირვებელი და წარმომადგენელი, ვერ დავამტკიცეთ არჩევნების გაყალბების მასშტაბი”, – განაცხადა ელისაშვილმა.