ხატია დეკანოიძე: ვერანაირი მანიპულაცია ვერ უშველის „ქართულ ოცნებას”, რომ 43 პროცენტი აიღოს
ვერანაირი მანიპულაცია ვერ უშველის „ქართულ ოცნებას”, რომ 43 პროცენტი აიღოს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ცესკოს თავმჯდომარის არჩევის პროცესი ისე უნდა წარმართულიყო, რომ სარჩევნო პროცესის მიმართ ნდობა გაზრდილიყო, ამის ნაცვლად, „ქართული ოცნება“ ნდობას უფრო აქვეითებს.
„ეს კანდიდატები ცესკო-ს „კლანის“ წევრები არიან. მათ ხმები არ ეყოთ და მეოთხე კენჭისყრაზე დაამტკიცებენ. პროცესი ისე უნდა წარმართულიყო, რომ სარჩევნო პროცესის მიმართ ნდობა გაზრდილიყო, ამის ნაცვლად, „ქართული ოცნება“ ნდობას უფრო აქვეითებს. ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ გიორგი კალანდარიშვილმა „ქართულ ოცნებას“ დახმარება გაუწიოს, რადგან ვერანაირი მანიპულაცია, რაც მათთვის მიღებულია, ვერ უშველის იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 43 პროცენტი აიღოს“, – განუცხადა ხატია დეკანოიძემ საქართველოს პირველ არხს.
ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს პარლამენტში დღეს კიდევ ერთხელ უყარეს კენჭი, თუმცა კანდიდატებმა პარლამენტში საჭირო მხარდაჭერა ვერც ამჯერადაც მიიღეს.