არჩილ თალაკვაძე: დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არ გაყალბებულა

ოპოზიციამ ჩვენ მიერ შეთავაზებული არცერთი მექანიზმი არ გამოიყენა საკუთარი ბრალდების დასამტკიცებლად, რაც აპრიორი იმას ნიშნავდა, რომ მათი ბრალდებები უსაფუძვლო იყო, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არ გაყალბებულა.

„არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, ფუნდამენტური უფლებების დაცვით და კომისიამ დაადგინა, რომ არჩევნები არ გაყალბებულა. იმედი მაქვს, ოპოზიციას პასუხისმგებლობა ეყოფა და განხილვაში მონაწილეობას მიიღებს. პრაქტიკული რეკომენდაციები იქნება პროცესის გაუმჯობესებისთვის გამოყენებული. ოპოზიციამ ჩვენ მიერ შეთავაზებული არცერთი მექანიზმი არ გამოიყენა საკუთარი ბრალდების დასამტკიცებლად, რაც აპრიორი იმას ნიშნავდა, რომ მათი ბრალდებები უსაფუძვლო იყო“, – განაცხადა თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები