ირაკლი ღარიბაშვილი: ჩავიტაროთ აცრა, ვაქცინების თაობაზე დავუჯეროთ მეცნიერებს და არა „ფეისბუქის“ საშუალებით გავრცელებულ ათას ტყუილს

“ძალიან ბევრი კითხვა ისმის, თუ რატომ არის აუცილებელი ვაქცინაცია. მთავარი პასუხი და მთავარი არგუმენტი არის ის, რომ აცრის შემდეგ გარდაცვალება, რაც ყველაზე მტკივნეულია ჩვენთვის, პრაქტიკულად გამორიცხულია”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მან მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა ვაქცინაციისკენ, რათა დაიცვან საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე.

„ძალიან ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება ვაქცინების თაობაზე. მინდა ვთხოვო მოსახლეობას, რომ დავეყრდნოთ და დავუჯეროთ მეცნიერებს და მეცნიერებას და არა “ფეისბუქის” საშუალებით გავრცელებულ ათას ტყუილსა და ჭორ-მართალს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები