ირაკლი ღარიბაშვილი: ორი მილიონი დოზა კოვიდვაქცინა უკვე ადგილზეა და მილიონი თვე-თვე-ნახევარში შემოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანაში ორი მილიონი დოზა კოვიდვაქცინაა და მილიონი თვე-თვე-ნახევარში შემოვა.

„მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე დღის წინ მივიღეთ „ფაიზერის“ ნახევარი მილიონი დოზა ვაქცინა. მინდა, კიდევ ერთხელ, მადლობა გადავუხადო აშშ-ის პრეზიდენტ ბაიდენს ამ დახმარებისთვის. ჩვენ მილიონ-ნახევარი ვაქცინა უკვე ჩამოვიტანეთ და ადგილზეა. ანუ, ჯამში, დღეს 2 მილიონი დოზა ვაქცინა გვაქვს – 1.5 მილიონი ჩინური ვაქცინა და ნახევარი მილიონი „ფაიზერი“. გარდა ამისა, მილიონი დოზა ჩვენ უშუალოდ მწარმოებელს დავუკვეთეთ და ეს პროცესი დაწყებულია, მიმდინარეობს. ჯამში, გვექნება 3 მილიონი ვაქცინა, ორი მილიონი ადგილზეა და მილიონი თვე-თვენახევარში შემოვა ეტაპობრივად, ყოველ შაბათ-კვირას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები