არჩილ თალაკვაძე ,,ნაცმოძრაობაზე”: ევროპული პოლიტიკის სივრციდან გასული არიან და ეს პრეზიდენტმა მიშელმაც ძალიან კარგად იცის
გასული არიან ევროპული პოლიტიკის სივრციდან და ეს პრეზიდენტმა მიშელმაც ძალიან კარგად იცის, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „იმედის კვირასთან” განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი გუნდი მიშელის შეთანხმებას ბოლომდე მიიყვანს.
„შეუძლებელია, იმას რასაც არ ეთანხმები, ყველაზე მაღალ ხმაზე ითხოვდე მათთან შედარებით, ვინც დაეთანხმა და ხელი მოაწერა. „ნაციონალური მოძრაობა“ მიშელის დოკუმენტის ხელმომწერი მხარე საერთოდ არ არის. ისინი დესტრუქციულ ველში რჩებიან. ევროპული პოლიტიკის სივრციდან გასული არიან და ეს პრეზიდენტმა მიშელმაც ძალიან კარგად იცის.
რა თქმა უნდა, ჩვენ მიშელის შეთანხმებას ბლომდე მივიყვანთ და ჩვენი პასუხისმგებლობა არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ იქცევა ოპოზიცია. ჩვენ ვართ ხელისუფლება. ჩვენ გვაქვს მთავარი პასუხისმგებლობა ამ ქვეყანაში მართვაზე და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ყველა რეფორმა, რომელიც მიშელის შეთანხმებაშია მოცემული, ჩვენი მხრიდან შესრულებული იქნება“, – განაცხადა თალაკვაძემ.