ეკატერინე ტიკარაძე – „ფაიზერზე“ რეგისტრაციაზე: დღეს გვაქვს საიტი, რომელიც გამართულად მუშაობს და მოლოდინი, რომ რამე შეფერხება იქნება, არ არის

“დღეს გვაქვს საიტი, რომელიც გამართულად მუშაობს და მოლოდინი, რომ რამე შეფერხება იქნება, არ არის”, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, რეგისტრაციის პროცესი შეუფერხებლად უნდა წარიმართოს.

„საიტი იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სუსტი წერტილი, რომელიც ვაქცინაციის მართვისას გამოვლინდა. ამასთან დაკავშირებით რამდენიმე უწყებამ ერთად იმუშავა, რის შედეგადაც დღეს, როგორც ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტები მიდასტურებენ, გვაქვს საიტი, რომელიც გამართულად მუშაობს და მოლოდინი, რომ რამე შეფერხება იქნება, არ არის. მას აქვს რამდენიმეშრიანი გადაზღვევა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ეს პროცესი შეუფერხებლად უნდა წარიმართოს“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები