დავით სერგეენკო: 5 ივლისს განხორციელებულ ძალადობაზე ყველამ პასუხი უნდა აგოს, გამოძიებას უნდა ვაცადოთ

“5 ივლისს განხორციელებულ ძალადობაზე ყველამ პასუხი უნდა აგოს, გამოძიებას უნდა ვაცადოთ”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისი თქმით, თუ გამოძიებაზე კითხვები გაჩნდება, საგამოძიებო კომისიის შექმნა გარდაუვალი იქნება.

„დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა მარტივი პროცედურით ხდება, მაგრამ თუ სამართალდამცველების მიერ გამოძიებული შედეგები არგუმენტირებულად არ იქნება მისაღები, ასეთ შემთხვევაში, კომისია იქმნება.

ახლა მიმდინარეობს პროცესი, გუშინდელი მდგომარეობით, 27 ადამიანი იყო პატიმრობაში და 100-მდე ადამიანს წაყენებული ჰქონდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ამ ძალადობაზე ყველამ პასუხი უნდა აგოს ადეკვატურად და გარდაუვლად. თუ დავინახავთ, რომ გამოძიებაზე კითხვები იქნება, რა თქმა უნდა, გარდაუვალი იქნება კომისიის შექმნა, მაგრამ ახლა თუნდაც მცირე ხანი გამოძიებას უნდა ვაცადოთ“, – განაცხადა სერგეენკომ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები