ზაალ უდუმაშვილი: ვინ იქნება მერობის კანდიდატი, ამის შესახებ დღეს ოფიციალური განცხადება გაკეთდება
“ვინ იქნება მერობის კანდიდატი, ამის შესახებ დღეს ოფიციალური განცხადება გაკეთდება”, – ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოება მალე გაიგებს, ვინ იქნება საერთო ოპოზიციურ ერთობაში.
,,ვინ იქნება მერობის კანდიდატი, ამის შესახებ დღეს ოფიციალური განცხადება გაკეთდება. მთავარი ამოცანა იყო, მთელი ამ ხნის განმავლობაში გვესაუბრა ჩვენს პარტნიორ ოპოზიციურ პარტიებთან, რათა შეგვექმნა საერთო ოპოზიციური ერთობა, რომლითაც უნდა დავამარცხოთ ივანიშვილი. საზოგადოება მალე გაიგებს, ვინ იქნება ამ ერთობაში. ვინ თქვა უარი ამ ერთობაში შემოსვლაზე, ესეც მათი არჩევანია, ეს ხალხი თვლის, რომ ცალკე, დაქსაქსულობაში უფრო მეტის მოპოვებაა შესაძლებელი, ამას ჩვენ კატეგორიულად არ მივიღებთ”, – განაცხადა უდუმაშვილმა.
,,ქართულმა ოცნებამ” თბილისის მერობის ჯანდიდატად კახა კალაძე დაასახელა.
არსებული ინფორმაციით, ოპოზიციური პარტიების მერობის კანდიდატების პრეზენტაცია დღეს ჟურნალისტების გარეშე შედგება. თბილისის მერობის კანიდატად ნიკა მელიას, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად კი ელენე ხოშტარიას წარადგენენ.