სამეგრელოში შშმ პირის გაუპატიურების ბრალდებით 59 წლის კაცი დააკავეს

სამეგრელოში პოლიციამ შშმ პირის გაუპატიურების ბრალდებით 1961 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავა.

შემთხვევა ერთ-ერთ სოფელში, რამდენიმე დღის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, 59 წლის მამაკაცმა 18 წლის გოგონაზე, რომელიც სპეციალური საჭიროების მქონე პირია, სექსუალურად იძალადა.

შს სამინისტროში “კვირას” დაკავების ფაქტი დაუდასტურეს. უწყების ცნობით, გამოძიება სსკ-ის 137-ე მუხლის მესამე ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები