ტოკიოს ოლიმპიურ სოფელში კოვიდ-19 კიდევ 2 სპორტსმენს დაუდასტურდა
ტოკიოს ოლიმპიურ სოფელში კოვიდაფეთქებაა. კორონავირუსი კიდევ ორ სპორტსმენს დაუდასტურდა. ინფიცირებულები ნიდერლანდელი სკეიტბორდერი და ჩეხი მაგიდის ჩოგბურთელი არიან, რომლებიც საკარანტინო სასტუმროში გადავიდნენ.
სპორტსმენების გარდა, ვირუსი ოლიმპიურ სოფელში კიდევ ორ თანამშრომელს დაუდასტურდა.
1-ელი ივლისის შემდეგ, ოლიმპიურ სოფელში კორონავირუსის 91 შემთხვევა გამოვლინდა.