არჩილ თალაკვაძე: წარმატებებს ვუსურვებ ჯონ ბასს, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობაზე წარადგინა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, არჩილ თალაკვაძე წარმატებებს უსურვებს ჯონ ბასს, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობაზეა წარდგენილი. ამის შესახებ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ჯონ ბასი ღირსეული პროფესიონალია.

,,წარმატებებს ვუსურვებ ჯონ ბასს, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობაზე წარადგინა.
ჯონ ბასი ღირსეული პროფესიონალია და მოხარული ვარ, რომ მასთან წარმატებული სამუშაო გამოცდილება გვაკავშირებს. მისი დიპლომატია და ლიდერობა გამორჩეული იყო საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვან პერიოდში.
როგორც არაერთ ჩვენს ამერიკელ მეგობარს, ჯონსა და მის მეუღლეს – ჰოლის უყვართ საქართველო, პატივს სცემენ ჩვენს კულტურასა და ტრადიციებს და დიდად აფასებენ ქართველი და ამერიკელი ხალხის მეგობრობას,” – წერს თალაკვაძე.

ჯონ ბასი 2009-2012 წლებში საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობას იკავებდა. გარდა ამისა, ის იყო ელჩი ავღანეთსა და თურქეთში. ის მსახურობდა უცხოეთში აშშ-ის შვიდ მისიაში და მუშაობდა მაღალ პოზიციებზე სახელმწიფო დეპარტამენტში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები