ჯოზეფ გორდონ-ლევიტი: ახალი პროექტისთვის საქართველოში გადაღებულ ფოტოებს ვეძებ
ამერიკელმა მსახიობმა, ჯოზეფ გორდონ-ლევიტმა Facebook-ზე თბილისში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.
როგორც მსახიობი წერს, ახალი პროექტისთვის საქართველოში გადაღებულ ფოტოებს ეძებს.
„ვინმე თუ ცხოვრობთ საქართველოში? ახალი პროექტისთვის საქართველოში გადაღებულ ფოტოებს ვეძებ. იპოვეთ თქვენ მიერ გადაღებული სურათები, რომლებითაც ამაყობთ და აქ ატვირთეთ“, – წერს მსახიობი.