პაატა იმნაძე: გამოვიყენოთ პირბადე შიდა სივრცეებში, ეს ხომ ელემენტარულია, აუცილებელია, რომ ვიღაცა ჯოხით დაგადგეს თავზე?! მართლა არ მესმის, ჭრელო პეპელაა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის მოადგილე, პაატა იმნაძე მოქალაქეებს კორონავირუსის პრევენციისთვის არსებული წესების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.
“ელემენტარული წესები დავიცვათ – პირბადე შიდა სივრცეებში, ეს ხომ ელემენტარულია. აუცილებელია, რომ ვიღაც ჯოხით დაგადგეს თავზე?! მართლა არ მესმის, ჭრელო პეპელაა, გახსენით გახსენითო, ახლა დახურეთ დახურეთო – არ არის ასე, აცრა არის, პირბადე გამოვიყენოთ”, – აღნიშნა იმნაძემ “დღის კურიერის” ეთერში.