მამაკაცი კარანტინიდან “ზეწრების თოკით” გაიქცა – რა მოხდა ავსტრალიაში

ავსტრალიაში 39 წლის მამაკაცი კარანტინიდან „ზეწრების თოკის“ გამოყენებით გაიქცა. ამის შესახებ ინფორმაციას სი-ენ-ენ-ი ავრცელებს.

როგორც წყარო პოლიციაზე დაყრდნობით წერს, მამაკაცი დასავლეთ ავსტრალიაში ორშაბათს ჩავიდა, თუმცა, საპატიო მიზეზის არქონის გამო, შტატში დარჩენაზე უარი ეთქვა. იგი დროებით კარანტინში მოათავსეს, ხოლო შტატის დასატოვებლად 48 საათი მისცეს.

როგორც სი-ენ-ენ-ი წერს, კარანტინიდან მამაკაცმა მეოთხე სართულიდან ჩამოსასვლელად ზეწრებისგან გაკეთებული „თოკი“ გამოიყენა და შუაღამისას გაქცევა მოახერხა.

გაქცეული პოლიციამ მეორე დღესვე დააკავა. გამოძიება მას დაუმორჩილებლობასა და ყალბი ინფორმაციის მიწოდებას ედავება.

დასავლეთ ავსტრალიის საზღვარი ამჟამად კორონავირუსის „დელტა“ შტამის გავრცელების გამოა ჩაკეტილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები