საქართველოში კოვიდინფიცირების 2 415 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 943 პაციენტი
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 2 415 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 943 პაციენტი.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 393 360 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 368 073, გარდაიცვალა 5 618 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.