ნიგერიაში ათობით გატაცებული ქალი და ბავშვი ტყვეობიდან გაათავისუფლეს
ნიგერიაში სამართალდამცველებმა ტყვეობიდან ასამდე ქალი და ბავშვი გაათავისუფლეს. BBC-ის ინფორმაციით, ისინი 8 ივნისს გაიტაცეს, რა დროსაც 4 ადამიანი დაიღუპა.
ახლა დედები და მათი შვილები საავადმყოფოებში გადაიყვანეს, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლიან, რის შემდეგაც სახლებში დაბრუნდებიან.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ჯგუფი ყოველგვარი გამოსასყიდის გადახდის გარეშე გაათავისუფლეს, თუმცა, სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.