კახა კუჭავა მუსლიმ თანამოქალაქეებს ყურბან-ბაირამს ულოცავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა მუსლიმ თანამოქალაქეებს ყურბან-ბაირამს ულოცავს.

„ძვირფასო მეგობრებო და საქართველოს მოქალაქეებო, გილოცავთ ყურბან-ბაირამს! ბედნიერების, მშვიდობის, კეთილდღეობისა და ჯანმრთელობის ჩემი ყველაზე თბილი სურვილები თქვენ, თქვენს ოჯახებსა და ახლობლებს!“ – წერს კახა კუჭავა Twitter-ზე.

ყურბან-ბაირამი მუსლიმურ სამყაროში ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია. ქართველი მუსლიმები, ტრადიციის მიხედვით, ამ დღეს განსაკუთრებით ემზადებიან. მორწმუნეები მსხვერპლად ოთხფეხა შინაურ ცხოველს წირავენ, ხორცის ნაწილს კი მეზობლებსა და უპოვრებს უნაწილებენ. სადღესასწაულო სუფრისთვის უხვად ამზადებენ ტკბილეულს, მათ შორის ჰალვას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები