5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით დაზარალებულის სტატუსი მედიის კიდევ რამდენიმე წარმომადგენელს მიენიჭა

5 ივლისს განხორციელებულ ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით მედიის კიდევ რამდენიმე წარმომადგენელს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა.

კეროდ, დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა „ფორმულას“ ორ ჟურნალისტს – ლუკა ხაჩიძეს და გიორგი გაბუნიას. ასევე, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტ მარიკა გოცირიძეს და „მთავარი არხის“ ოპერატორ ანრი ჯოხარიძეს.

5 ივლისს, მედიის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით გამოკითხვები გრძელდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები