ჯო ბაიდენი მოსახლეობას მიმართავს: გთხოვთ, აიცერით, აიცერით ახლავე
აშშ-ის პრეზიდენტი მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.
როგორც ჯო ბაიდენი აცხადებს, ქვეყნის ეკონომიკური აღდგენა დამოკიდებულია პანდემიის კონტროლის გაუმჯობესებაზე, რისი წინაპირობაც მოსახლეობის ვაქცინაციაა.
„გთხოვთ, აიცრათ, აიცრათ ახლავე,“ – განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევების მაჩვენებელი მაღალია იმ შტატებში, სადაც დაბალია ვაქცინაციის მაჩვენებელი.
აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები ბოლო 30 დღის განმავლობაში გასამმაგდა და კვირას 32 136 შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო კვირის განმავლობაში კოვიდ 19-ით დაღუპულთა მაჩვენებელმა 25 %-ით მოიმატა.