მაია სანდუ საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებს: ჩვენი წევრობით, ევროკავშირის გაძლიერების პოტენციალი გვაქვს

„ბათუმის სამიტის დეკლარაცია, რომელსაც ხელი მოვაწერეთ, ასახავს ჩვენს ვალდებულებებს. ჩვენ გვაქვს საერთო სურვილი – ევროკავშირში გაწევრიანება“, – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა.

მისივე თქმით, სამივე ქვეყანას – უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს, აქვთ შესაძლებლობა, გახდნენ ევროპული ოჯახის წევრები.

„ბათუმის სამიტის დეკლარაცია, რომელსაც ხელი მოვაწერეთ, ასახავს ჩვენს ვალდებულებებს. ჩვენ გვაქვს საერთო სურვილი – ევროკავშირში გაწევრიანება. საერთო პრინციპებითა და ფასეულობებით, მზად ვართ, ვიმუშაოთ დემოკრატიის მეტად კონსოლიდაციისთვის. მიმაჩნია, რომ, ჩვენი წევრობით, ევროკავშირის გაძლიერების პოტენციალი გვაქვს.

ჩვენი ქვეყნებისთვის, აღმოსავლეთ პარტნიორობა ნამდვილი წარმატებაა. ერთობლივად, ჩვენ ვაუმჯობესებთ ჩვენს ხილვადობას ევროპაში. ეს პლატფორმა გვეხმარება, რომ საერთო გამოწვევებს თავი გავართვათ. კონსოლიდირებული ძალისხმევის სარგებელი ნამდვილად თვალხილულია. ჩვენი, სამი სახელმწიფო ხელს აწერს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმებას და ეს ხდება ჩვენი თანამშრომლობის ხერხემალი. ამით იხსნება ახალი შესაძლებლობები ჩვენი ქვეყნებისთვის. ჩვენ ასევე მოვიპოვეთ ვიზალიბერალიზაცია და ჩვენს მოქალაქეებს მივეცით, ვიზების გარეშე, ევროკავშირში მოგზაურობის შესაძლებლობა. ჩვენ ვთანამშრომლობთ მნიშვნელოვან საკითხებში, რომლებიც ჩვენი ქვეყნებისთვის აქტუალურია. ესაა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ევროპული ინტეგრაციის კუთხით, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, რომ უფრო მჭიდრო კავშირები დამყარდეს ევროკავშირთან – უფრო კონსოლიდირებულ საფუძველზე“, – აღნიშნა მაია სანდუმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები