სალომე ზურაბიშვილი: პეტრას დეკლარაციის შემდეგ ჩვენ უფრო დავახლოვდებით, შავი ზღვა იქნება სამი ზღვის ინიციატივის კონტექსტში თანამშრომლობისა და სიახლოვის სიმბოლო

პეტრას დეკლარაციის შემდეგ, რომელსაც ახლა მოვაწერეთ ხელი, ჩვენ უფრო დავახლოვდებით, შავი ზღვა იქნება სამი ზღვის ინიციატივის კონტექსტში თანამშრომლობისა და სიახლოვის სიმბოლო, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის, მოლდოვისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, შავი ზღვა არის ყველა ამ ახალი მიდგომისა და შესაძლებლობის სიმბოლო – კავშირი, თანამშრომლობა, ვაჭრობა უკავშირდება შავ ზღვას. „პეტრას დეკლარაციის შემდეგ, რომელსაც ახლა მოვაწერეთ ხელი, ჩვენ უფრო დავახლოვდებით, შავი ზღვა აღარ იქნება იგივე, ის იქნება სამი ზღვის ინიციატივის კონტექსტში თანამშრომლობისა და სიახლოვის სიმბოლო.
ასოცირებას ახალი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს, რადგან ჩვენ ვიკისრეთ ვალდებულება, რომ გავაგრძელოთ და გავაძლიეროთ რეფორმები, ჩვენი კანონმდებლობის ადაპტაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან, გავაძლიეროთ სამართლის უზენაესობის პრინციპები და ასევე ვკისრულობთ ვალდებულებას, რომ ერთმანეთი გავაძლიეროთ და დავუჭიროთ მხარი. საერთო ხედვა გვჭირდება ჩვენი ეკონომიკის გაძლიერებისთვის.
შავი ზღვა არის ყველა ამ ახალი მიდგომისა და შესაძლებლობის სიმბოლო – კავშირი, თანამშრომლობა, ვაჭრობა უკავშირდება შავ ზღვას.
ყველა ამ ქვეყანაში ერთად ვიმუშავებთ ევროკავშირთან ერთად, რომ დავახლოვდეთ 3 ზღვის ინიციატივის კონტექსტში. ასოცირება არა მხოლოდ ჩვენს ქვეყნებს შორის, არამედ ევროკავშირთანაც უნდა განვახორციელოთ. ამიტომ, კონკრეტული წინადადებები გვაქვს იმისთვის, რომ თანამშრომლობის უფრო ფართო კონტექსტში, მომავლისკენ, ევროპისკენ ვიაროთ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები