ივანე ჩხაიძე: “დელტა” შტამი უფრო მეტად აზიანებს ბავშვებს, უფრო მეტია მათში ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა

“დელტა” შტამი უფრო მეტად აზიანებს ბავშვებს, უფრო მეტია მათში ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა”, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში ძირითადი სამიზნე ორგანო ფილტვებია.

„ის ქვეყნები, რომლებსაც აქვთ უკვე ხანგრძლივი სტატისტიკა ამ ვარიანტთან დაკავშირებით, მიუთითებენ, რომ “დელტა” შტამი უფრო მეტად აზიანებს ბავშვებს, უფრო იოლად ვრცელდება მათში და უფრო მძიმედ მიმდინარეობს ბავშვებში დაავადება. უფრო მეტია მათში ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში ძირითადი სამიზნე ორგანო სწორედ ფილტვებია, რაც მდგომარეობის სიმძიმის განმაპირობებელია“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები