გივი მიქანაძე – “ნაცმოძრაობაზე“: საკუთარი რესურსი უკვე ამოწურეს

„ეს იყო სრული დესტრუქცია – მიმართული პარლამენტის, ქვეყნის საწინააღმდეგოდ და იმ უმნიშვნელოვანესი პროცესის ჩასაშლელად, რომელიც საზოგადოების უდიდეს ინტერესს იწვევს“, – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გივი მიქანაძე პარლამენტში გუშინ განვითარებულ მოვლენებს.

მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი რესურსი უკვე ამოწურა.

„ეს იყო სრული დესტრუქცია – მიმართული პარლამენტის, ქვეყნის საწინააღმდეგოდ და იმ უმნიშვნელოვანესი პროცესის ჩასაშლელად, რომელიც საზოგადოების უდიდეს ინტერესს იწვევს. მათ რესურსი უკვე ამოწურეს და ხედავენ, რომ საკუთარი ძალებით იმ მიზნებს, რომლებზეც ოცნებობენ, ვერ მიაღწიეს და ვერ განახორციელეს. მათ, მათთან აფილირებული ტელევიზიები და იქ მომუშავე ჟურნალისტები გადმოიყვანეს ბრძოლის წინა ხაზზე. ისინი გასცდნენ ჟურნალისტურ ამპლუას და უკვე პოლიტიკაში ჩაერთნენ“, – აცხადებს გივი მიქანაძე.

18 ივლისს, საკანონმდებლო ორგანოში, პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა, რომელზეც შინაგან საქმეთა მინისტრისთვის, ვახტანგ გომელაურისთვის უნდა მოესმინათ, ჩაიშალა. პარლამენტში, შს მინისტრს გამოსვლა ოპოზიციამ შეაწყვეტინა. სხდომაზე, ოპოზიციის წარმომადგენლები ტრიბუნასთან „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოებით მივიდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები