თამარ ჩერგოლეიშვილი: ახლა “მართლმსაჯულების რეფორმის ტალღაზე” რამეს გაუცვლის ბიძინა და ამაში გაქვითავენ ჟურნალისტის სიკვდილსა და ევროპის დროშის დაწვას
“ახლა “მართლმსაჯულების რეფორმის ტალღაზე” რამეს გაუცვლის ბიძინა და ამაში გაქვითავენ ჟურნალისტის სიკვდილსა და ევროპის დროშის დაწვას”, – ამის შესახებ ,,ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, მოსამართლეების დანიშვნით “დავი 5 ივლისის მოვლენების გაცვლაა”.
,,ახლა “მართლმსაჯულების რეფორმის ტალღაზე” რამეს გაუცვლის ბიძინა და ამაში გაქვითავენ 5 ივლისის პოგრომს, ჟურნალისტის სიკვდილსა და ევროპის დროშის დაწვას? მაგიტომ გააკეთა დავი მოსამართლეების დანიშვნით 12 ივლისს, რომ 5 ივლისში გაცვალოს.
როგორც მელიას გათავისუფლება გაცვალა პარლამენტის ლეგიტიმაციაში.
დარწმუნებულია, რომ დასავლეთი შეარჩენს,” – წერს ჩერგოლეიშვილი.