პაკისტანში ავარიას 34 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულები
პაკისტანში, სამგზავრო ავტობუსისა და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად, 34 ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, შემთხვევა ქვეყნის აღმოსავლეთში, პენჯაბის პროვინციაში მოხდა. შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ. დაზარალებულები უახლოეს კლინიკებში გადაჰყავთ.