“ჰოსპიტალიზებული პაციენტების 70% ინდური შტამით არის ინფიცირებული”

“ჰოსპიტალიზებული პაციენტების 70% ინდური შტამით არის ინფიცირებული”, – ამის შესახებ მცხეთის სამედიცინო ცენტრის სამედიცინო დირექტორმა, ლიკა მუმლაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ინდურ შტამს უფრო სწრაფი გავრცელება აქვს.

“შემთხვევების მატებასთან ერთად, იძაბება სიტუაცია. ამ ეტაპზე, 112 პაციენტი გადის სტაციონარულ მკურნალობას.

დაავადების მიმდინარეობის, კლინიკური სურათისა და გავრცელების გათვალისწინებით, ანამნეზის გათვალისწინებით, შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ 70% ჰოსპიტალიზებული პაციენტებისა, ინდური შტამით არის ინფიცირებული.

ბანალური გრიპის ჩივილები აქვს უფრო მეტად ინდურ შტამს, ვიდრე წინა ტალღების დროს იყო და უფრო სწრაფი გავრცელება,” – ამბობს ლიკა მუმლაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები