გურამ მაჭარაშვილი: ევროსაბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი კიდევ ერთი დასტურია, რომ საქართველოში არსებობს სრული რესურსი და თავსებადობა, ვიყოთ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ევროსაბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი კიდევ ერთი დასტურია, რომ საქართველოში არსებობს სრული რესურსი და თავსებადობა, ვიყოთ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი.

„ევროსაბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ საქართველოში არსებობს სრული რესურსი და თავსებადობა იმისა, რომ საქართველო იყოს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი. არაერთი ვიზიტი საქართველოში, მათ შორის, ევროსაბჭოს პრეზიდენტისა და ახლანდელი ვიზიტიც ადასტურებს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა აბსოლუტურად მზად არის იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ბათუმში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები