გიორგი ვაშაძე: შარლ მიშელის დოკუმენტი არის ევროპისკენ საქართველოს გზა

“შარლ მიშელის დოკუმენტი არის ევროპისკენ საქართველოს გზა”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ევროკავშირის სრული ჩართულობა იმისთვის, რომ პროცესი შემოტრიალდეს და საქართველო წავიდეს ისევ ევროპული კურსით.

„შარლ მიშელის დოკუმენტი არის ევროპისკენ საქართველოს გზა. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია პირადად შარლ მიშელისა და ევროსაბჭოს, ევროკავშირის სრული ჩართულობა იმისთვის, რომ შემოვატრიალოთ პროცესი და საქართველო წავიდეს ისევ ევროპული კურსით. ის, რასაც დღეს „ქართული ოცნება“ აკეთებს ეწინააღმდეგება ჩვენი მოქალაქეების არჩევანსა და ინტერესს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ბათუმში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები