გიორგი ვაშაძე: სხდომის ჩაშლის მიზეზად დაიხვიეს ჟურნალისტების ბანერი, არ უნდათ, რომ კითხვებს პასუხი გასცენ
“დღეს შინაგან საქმეთა მინისტრს უხერხულობა შეუქმნა ჟურნალისტების პროტესტმა”, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მმართველ გუნდს კითხვებზე პასუხის გაცემა არ სურს.
„ქართული ოცნება“ ჩამოყალიბდა ანტისახელმწიფოებრივ, ანტიქრისტიანულ ძალად, პირდაპირ და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რასაც ისინი ახალისებენ, არაფერი საერთო არ აქვს ქრისტიანულ სარწმუნოებასთან. პირიქით, ისინი არიან მთავარი მოძალადეები. დღეს შს მინისტრს უხერხულობა შეუქმნა ჟურნალისტების პროტესტმა, მაშინ, როცა მას არანაირი უხერხულობა არ ჰქონდა, როცა ჟურნალისტებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ რუსთაველზე, ფიზიკურად უსწორდებოდნენ ქუჩაში, ცემა -ტყება გაუმართეს და ამისთვის მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე პოლიციელი ჰყავდა გამოყოფილი. სხდომის ჩაშლის მიზეზად დაიხვიეს ჟურნალისტების ბანერი და არ უნდათ, რომ პასუხი გასცენ ამ კითხვებს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.