სალომე სამადაშვილი უმრავლესობას: ჩვენმა ფრაქციამ მოიწვია ყველა დაშავებული ჟურნალისტი, რომლებსაც შეეძლოთ, სტუმრებისთვის განკუთვნილ ადგილას გომელაურის მოსმენას დასწრებოდნენ, მათზე არ დაუშვით საშვები

“რატომღაც ჩათვალეთ, რომ დაზარალებულ ჟურნალისტების არ ჰქონდათ უფლება, დასწრებოდნენ სხდომას და ეს ჩემთვის გაუგებარიცაა და მიუღებელიც”, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ლელო – საქართველოსთვის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ფრაქცია „ლელომ“ სესიის სხდომაზე 5 ივლისს დაზარალებული ჟურნალისტები მოიწვია, რათა მათ შს მინისტრისთვის ვახტანგ გომელაურისთვის მოესმინათ.

„რატომღაც ჩათვალეთ, რომ დაზარალებულ ჟურნალისტების არ ჰქონდათ უფლება, დასწრებოდნენ სხდომას და ეს ჩემთვის არის გაუგებარიც და მიუღებელიც. მე მინდა, კიდევ ერთხელ განვმარტო საზოგადოებისთვის, რომ აქ საუბარია იმაზე, რომ დღეს ჩვენმა ფრაქციამ სხდომაზე მოიწვია სტუმრის სტატუსით ყველა დაშავებული ჟურნალისტი, რომლებსაც შეეძლოთ, რომ სტუმრებისთვის განკუთვნილ ადგილას დასწრებოდნენ ბატონი გომელაურის მოსმენას. ამ ადამიანებზე არ დაუშვით თქვენ საშვები“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები