დავით ქართველიშვილი: ნელ-ნელა აჟღერებენ თავის დახურულ ჯგუფებში შემუშავებული გეგმის დეტალებს ეკლესიის, მმართველი პარტიისა და მოქმედი მთავრობის დამხობის თაობაზე

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები ნელ-ნელა აჟღერებენ შემუშავებული გეგმის დეტალებს – ეკლესიის, მმართველი პარტიისა და მოქმედი მთავრობის დამხობის თაობაზე “მაიდანის” გზით”,- ასე ეხმაურება ექსპერტი დავით ქართველიშვილი შოთა დიღმელაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ თუ საქართველოში მაიდნამდე განვითარდება მოვლენები ისინი გაიმარჯვებენ.
“ნელ-ნელა აჟღერებენ თავის დახურულ ჯგუფებში შემუშავებული გეგმის დეტალებს – ეკლესიის, მმართველი პარტიისა და მოქმედი მთავრობის დამხობის თაობაზე “მაიდანის” გზით – უკრაინის პრეზიდენტის რეფორმების აღმასკომის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით. ეს არის ერთადერთი “რეფორმა”, რომლითაც უკრაინაში დაკავებულია სააკაშვილი და რასაც ჯიუტად არ იმჩნევენ მისი უკრაინელი ბოსები და ამით მის დესტრუქციულ და დანაშაულებრივ საქმიანობას აქეზებენ. სამაგიეროდ, შანტაჟის ენით ესაუბრებიან ჩვენს ელჩს კიევში და ჩვენი მისამართით აღშფოთებული თითის ქნევით არიან დაკავებულები”,- წერს “facebook”-ზე დავით ქართველიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები