პარლამენტში დღეს შს მინისტრს მოუსმენენ

ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების, მათ შორის, “პრაიდის” კვირეულის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით დეპუტატები დღეს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენა დღეისთვის დაგეგმილ რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე გაიმართება.

პარლამენტში შს მინისტრის მოსმენა 12:00 საათისთვისაა დაგეგმილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები