გურამ მაჭარაშვილი: ვახტანგ გომელაურისგან ვიცით, რომ ყველაფერი გააკეთეს ძალადობის აღსაკვეთად, თუმცა, ამაზე 18 ივლისს ვიმსჯელებთ

“ვახტანგ გომელაურისგან ვიცით, რომ ყველაფერი გააკეთეს ძალადობის აღსაკვეთად, თუმცა, ამაზე 18 ივლისს ვიმსჯელებთ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ვიდრე ოპოზიციის რადიკალური ნაწილი არ ისწავლის იმ მთავარი ღირებულებების პატივისცემას, რასაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა პატივს სცემს, მანამ ოპოზიციას არასოდეს ექნება მხარდაჭერა.

„შინაგან საქმეთა მინისტრისგან ვიცით, მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ ძალადობრივი ფაქტები აღეკვეთათ, მაგრამ ბევრ ლოკაციაზე იყო აგრესიული ადამიანების ძალადობის ფაქტები, ამიტომ, ვერ მოხერხდა მათი შეკავება, თუმცა, ამ ყველაფერზე 18 ივლისს ვიმსჯელებთ.

იქამდე, ვიდრე ოპოზიციის რადიკალური ნაწილი არ ისწავლის იმ მთავარი ღირებულებების პატივისცემას, რასაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა პატივს სცემს, მანამდე ოპოზიციას არასოდეს ექნება მხარდაჭერა და „ქართული ოცნება“ იქნება ხელისუფლებაში როგორც დასავლეთის, ამერიკის, ევროკავშირისა და იმ ღირებულებების დარაჯი, რასაც ჰქვია სამი ათასწლიანი სახელმწიფოს ისტორია“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს 18 ივლისის რიგგარეშე სხდომაზე მოუსმენენ. ვახტანგ გომელაურის პარლამენტში მისვლა 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები