„ხალხური საღამოები“ – საოჯახო ანსამბლები თბილისში

20 ივლისს, 19:00 საათზე, ფოლკლორის ცენტრის ეზო კონცერტს უმასპინძლებს.
ფოლკლორის ცენტრის ინფორმაციით,  კონცერტს ფესტივალის „ხალხური საღამოების“ ფარგლებში ბიძინაშვილები, მელაძეები, ვეშაპიძეები, ურუშაძეები, თოდუები, მიჩილაშვილები, გორელიშვილები გამართავენ.
ფოლკლორის ცენტრის ინიციატივითა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭრით, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში საზაფხულო კონცერტები მიმდინარეობს.
ფესტივალში 18 ფოლკლორული, 16 საოჯახო ანსამბლი და 3 ინდივიდუალური შემსრულებელი მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები