ირაკლი ღარიბაშვილი ერგნეთში ჩავიდა – პრემიერი შს მინისტრსა და სუს-ის უფროსთან ერთად ზაზა გახელაძეს დახვდება

პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი ერგნეთში ჩავიდა. ღარიბაშვილი შს მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და სუს-ის უფროს გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად დახვდება ზაზა გახელაძეს.

ზაზა გახელაძე დღეს გათავისუფლდა.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2020 წლის 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. 5 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და ექვსი თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები