,,ქართული ოცნება”: ზაზა გახელაძე საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევით გათავისუფლდა
ზაზა გახელაძე საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევით გათავისუფლდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია.
„საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძე, რომელიც საოკუპაციო ძალებს დააპატიმრებული ჰყავდათ ერთ წელზე მეტი ხნით რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში, გათავისუფლდა საქართველოს ხელისუფლებისა და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევით. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია უნდა დასრულდეს!”, – ნათქვამია „ქართულ ოცნების“ ,,ტვიტში”.