დავით სერგეენკო: იმედი მაქვს, „ფაიზერის“ ვაქცინაზე რეგისტრაციის შეფერხება სწრაფად გამოსწორდება

“იმედი მაქვს, „ფაიზერის“ ვაქცინაზე რეგისტრაციის შეფერხება სწრაფად გამოსწორდება”, –ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისი თქმით, ხარვეზები, შეზღუდვები, ვაქცინების დეფიციტი უფრო და უფრო ნაკლები იქნება.

„ფაიზერზე“ 15:00 საათზე დაიწყო რეგისტრაციის პროცესი, თუმცა, რამდენადაც ვიცი, არის გარკვეული პრობლემები. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს პრობლემები სწარაფად მოგვარდება და მას არ ექნება ისეთი ხანგრძლივობა და ისეთი მასშტაბები, რომელიც საყოველთაო ვაქცინაციის პროცესს ხელს შეუშლის.

ხარვეზები, შეზღუდვები, ვაქცინების დეფიციტი უფრო და უფრო ნაკლები იქნება, რადგანაც პირველ თვეებში მთელ მსოფლიოში მოთხოვნა ვაქცინაზე უფრო ბევრი იყო, ვიდრე მიწოდება, მაგრამ ახლა ბაზარი ჯერდება და მოსალოდნელია, რომ აგვისტოს ბოლოს უკვე მთლიანად გაჯერებული იქნება.

მართლაც, იმედი მაქვს, რომ დღევანდელი შეფერხება ვებგვერდზე ძალიან სწრაფად გამოსწორდება და არ იქონიებს შემაფერხებელ გავლენას და ვაქცინების მოწოდებაც შეუფერხებლად განხორციელდება“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

ვაქცინაციის საიტზე https://booking.moh.gov.ge ამ დროისთვის შეფერხებაა. მოქალაქეები მონაცემების შევსებას და ჯავშნების გაკეთებას ვერ ახერხებენ. „ფაიზერით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია დღეს, 15:00 საათიდან უნდა დაწყებულიყო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები